სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი დღევანდელი კონტრაქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია.
მისი თქმით, ქართველი ერი ქვეყანაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს არასდროს არ დაუშვებს.
"ეს არის კონტრაქცია და აბსოლუტური სისულელე. იცოდეთ, რომ ხალხის წინააღმდეგ მოქმედ ხელისუფლებას განაჩენს ხალხივე გამოუტანს. ნამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართულ-ეროვნული მუხტის ზეიმი. მადლობა ყველას, ვინც გუშინ მოვიდა აქციაზე. დღევანდელი აქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია.
ყველამ კარგად იცის და 70-80% ამ ადამიანების ამ ქოც-ხროვას ხმას არ მისცემს. იმიტომ, რომ არასდროს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს ქართველი ერი არ დაუშვებს ამ ქვეყანაში. აი, ეს არის რეალობა", - აღნიშნავს ვაშაძე.
მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს დარბაზი დაატოვებინა.
ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს. ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს.
დღეს, 20:00 საათზე, ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებს.